

აშშ ბორდის აკრედიტაცია
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ეთიკის კოდექსი
თერაპია ინგლისურად ან ქართულად
LGBTQ+ მეგობრული
CBT/DBT, ფსიქოდინამიური თერაპია
დისტანციური სესიები, მოქნილი განრიგით
მტკიცებულებაზე დაფუძნებული, თანამედროვე მიდგომები
სერვისები

თქვენი პირადი ფაქტორების გათვალისწინებით, ერთად შევარჩევთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ თერაპიას, თქვენი მიზნების მისაღწევად.
ინდივ იდუალური ფსიქოთერაპია

მტკიცებულებაზე დაფუძნებული, სრულფასოვანი დიაგნოსტიკა, DSM-5ს სადიაგნოსტიკო კრიტერიუმების მიხედვით.
დიაგნოსტიკა





ADHD საქმიანობა
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის
დიაგნოსტიკა და მართვა
2024 წელს, მე, აუტიზმის ცენტრის დამფუძნებელმა სალომე გაბაძემ, "კარავი"-ს დირექტორმა ტატა ბაზღაძემ და "ADHD ისლანდიის" თავჯდომარემ ჰრანარ არნარსონმა დავაარსეთ "ADHD ჯორჯია", ორგანიზაცია რომელიც არის "ADHD ევროპის" სრულუფლებიანი წევრი და მიზნად ისახავს საქართველოში ADHD-ს მქონე ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების ხელშეწყობას.
ჩვენი Facebook გვერდი იხილეთ აქ.
ჩემი კერძო პრაქტიკის ფარგლებში, კლიენტებს ვთავაზობ ADHD-ს კუთხით დიაგნოსტიკასა და ფსიქოთერაპიას. დიაგნოზისთვის ვიყენებ კითხვარს და საფუძვლიან კლინიკურ ინტერვიუს, DSM5-ს მიხედვით; ხოლო ფსიქოთერაპიას ვატარებ CBT-სა და ფსიქოდინამიური თეორიების შესაბამისად.
კლიენტებს ასევე ვთავაზობ ADHD-ს ჯგუფურ თერაპიას, რომელიც არის ძალიან ეფექტური და ამავდროულად ბიუჯეტური (ბევრად იაფია ვიდრე ინდივიდუალური თერაპია).
დასრულებული პროექტები

სტიპენდია სკოლის მოსწავლეებისთვის
2022-2024 წლებში გავაკეთე პირადი სტიპენდია წარჩინებული სკოლის მოსწავლეების წასახალისებლად.
რადგან სტიპენდიის ძირითადი სპონსორები იყვნენ აშშ-ში მომუშავე ქართველი მედიკოსები, ამ ეტაპზე პროგრამა შეჩერებულია, ქვეყანაში მიღებული ე.წ. "უცხოური გავლენის კანონის" გამო. ჩვენ უარს ვამბობთ დავრეგისტრირდეთ აგენტებად.

ჩემი ნაამბობი
მე და"ნაამბობი" დავძმობილდით და გავუდექით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმავალ კოხტა გზას.
ორგანიზაციის მიზანია გააძლიეროს ქალები, მე კი მათთვის სტატიებს ვწერდი, ძირითადად მენტალური ჯანმრთელობის კუთხით.
ჩემი სვეტი ნახეთ აქ.

ბავშვთა ADHD კვლევა საქართველოში
იელის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, საქართველოში ჩავატარე სამეცნიერო კვლევა ბავშვთა ყურადღების დეფიციტისა და/ან ჰიპერაქტიურობის სინდრომის შესასწავლად. პუბლიკაციას გამოვაქვეყნებთ უახლოეს მომავალში.
გუნდის წევრები არიან ნინი ელბაქიძე, მაია მაჭავარიანი, მარიამ ხაბეიშვილი, ნია კაჭკაჭიშვილი, ქეთი ქუტიძე და ანი ცქიტიშვილი.



